loader

საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი "ცხელი ხაზის" გამოყენებით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ერგნეთთან საქართველოს3 მოქალაქე დააკავა, მათგან ერთი, ნიკოლოზ ფეხშველაშვილის გათავისუფლება იმავე დღეს მოხდა.