loader

პატრიარქის მდივნის პირველი კომენტარი ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქის მდივნის პირველი კომენტარი ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის, ილია მეორის თხოვნის მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ბოტკოველმა განაცხადა, სააკაშვილი მისი სამკერდე ჯვრის დაბრუნებას ითხოვს.

„მისი უწმინდესობის დავალებით და ლოცვა-კურთხევით, დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამ თხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი მითხრა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა.