loader

ამაღელვებელი კადრები - მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი კადრები - მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ის ნანგრევებში თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.