loader

"დღეს შიმშილობის მეათე დღე დადგა, რაც გამოიწვევს სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებას" - ადვოკატი ბექა ბასილაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს შიმშილობის მეათე დღე დადგა, რაც გამოიწვევს სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებას" - ადვოკატი ბექა ბასილაია

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები გიორგი გელხაური, ბექა ბასილაია და ნიკა გვარამია მივიდნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს და პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

„დღეს შიმშილობის მეათე დღე დადგა, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის დამძიმებას. ეს არის ბუნებრივი.

გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა, როგორი აქვს წნევა, სატურაცია და ა.შ. მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს და თავის დამშვიდება, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე იყო, ამაზე ღიად ვსაუბრობდით. ის, რომ თაფლი შეიძინა და საკვებს იღებსო, არის ტყუილი. როდესაც ადამიანი იღებს გარკვეულ ნატურალურ წვენს, ესეც შიმშილობაა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.