loader

გიული ალასანიას პირველი კომენტარი ციხეში შვილის მონახულების შემდეგ - "მე-15 დღეა შიმშილობს, ვიდრე საკანში მოხვდებოდა, არაფერი უჭამია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიული ალასანიას პირველი კომენტარი ციხეში შვილის მონახულების შემდეგ - "მე-15 დღეა შიმშილობს, ვიდრე საკანში მოხვდებოდა, არაფერი უჭამია"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვილებმა და დედამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება.

„ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეები, როგორ ჩანს, არაფერი უჭამია. მე ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ ეს ვნახე და ძველებურად ვერ გამოიყურება. მე და მისი შვილები შევედით, ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად. ექიმის შეფასება სხვა არის და მათ კარგად იციან, მაგრამ, ჩემი აზრით, ძველებურად ვერ არის“ , - განაცხადა ალასანიამ.