loader

რა მოლოდინებია საქართველოში “ტვინდემიასთან“ დაკავშირებით - თენგიზ ცერცვაძე განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოლოდინებია საქართველოში “ტვინდემიასთან“ დაკავშირებით - თენგიზ ცერცვაძე განმარტავს


“წელს აქვთ მოლოდინი და შიში უცხოელ ექსპერტებს, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ. თუმცა, არიან ოპტიმისტებიც და მეც მივეკუთვნები მათ რიცხვს, რომ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც კოვიდზე არსებობს, წელსაც დაგვიფარავს გრიპის ეპიდემიისგან“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძე მიმართავს მოსახლეობას, ჯანდაცვის მუშაკებს, გააძლიერონ კოვიდის ვაქცინაცია, ასევე, დაიწყონ გრიპის ვაქცინაციის კამპანია, რადგან „ვარაუდების იმედად ვერ ვიქნებით“.