loader

"გადაადგილებაზე აქვს პრობლემები, ფეხები დაუსივდა" - ადვოკატი ბექა ბასილაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაადგილებაზე აქვს პრობლემები, ფეხები დაუსივდა" - ადვოკატი ბექა ბასილაია

"ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში. ამის შედეგებს თვალნათლივ ვხედავთ, გადაადგილებაზე აქვს პრობლემები და მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა", - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ, მაგრამ შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესებას კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს და დღეს უკვე პრობლემების წინაშეა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილის პირად ექიმს მიეცეს მონახულების შესაძლებლობა, რაც არ არის კომფორტი და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

"როდესაც ის საუბრობს, მისი მოტორიკაც და გადაადგილებაც მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ, მაგრამ შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესებას კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს, დღეს უკვე პრობლემების წინაშეა. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ აიმაღლოს ხმები საიმისოდ, რომ მიშა გათავისუფლდეს და ოლიგარქიული მმართველობა შეიცვალოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, მის პირად ექიმს მიეცეს შესაძლებლობა მიშას მონახულების, რაც არ არის კომფორტი და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ნიკოლოზ ყიფშიძემ ყველაზე უკეთ იცის, რა შეიძლება იყოს მისთვის საჭირო", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.