loader

რას ჰყვებოდა თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი ერთი წლის წინ და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებოდა თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი ერთი წლის წინ და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს?

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თბი­ლის­ში, გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე, მკვლე­ლო­ბა მოხ­და - ახალ­გაზ­რდა ქალს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აქვს და­წყე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს დამ­ნა­შა­ვე არ ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი დად­გე­ნის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­და. ის ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­თუმ­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს უჩი­ო­და იმის გამო, რომ მა­მა­კა­ცი მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვას უკ­რძა­ლავ­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის, ზუ­რაბ ბე­რი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარ­თა­დამ­ცვე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ და­ი­წყეს.

"ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და მითხრა, რომ ვეღარ ვნახავდი" - ამბობდა შატალოვა.

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა მისი და ზუ­რაბ ბე­რი­ძის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ "სხვა ნანუკაში" სა­უბ­რობ­და. მისი თქმით, ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მერი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად არ იცო­და, რომ ბე­რი­ძეს სხვა ოჯა­ხი ჰყავ­და და რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ტყო, თავ­და­პირ­ვე­ლად კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ თე­მა­ზე და­ი­წყო.

რო­გორც შა­ტა­ლო­ვა ჰყვე­ბო­და, ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ბე­რი­ძემ მისი და­ში­ნე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ლა­გეს და და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებ­დნენ.