loader

"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით; ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ..." - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის პირველი კომენტარი საბურთალოზე მოკლულ ქალთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით; ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ..." - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის პირველი კომენტარი საბურთალოზე მოკლულ ქალთან დაკავშირებით

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, თბილისში მოკლულ ქალთან კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა.

მან ცოტა ხნის წინ საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა და მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. არსებული ინფორმაციით, მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.

შატალოვა წუხელ, გვიან ღამით მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში დღეს საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჩხრეკა ჩატარდა.