loader

რა სიახლე ელოდებათ 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს და რომელი საგნის ტესტებს შეეხება ცვლილებები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიახლე ელოდებათ 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს და რომელი საგნის ტესტებს შეეხება ცვლილებები?

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს სიახლე ელოდებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს.

როგორც განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის.

2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.