loader

"სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, მიიყვანონ სასამართლოში, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მოისმინოს სიმართლე. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.