loader

მოკლული 38 წლის ტრანსგენდერი ქალია - ახალი დეტალები ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლული 38 წლის ტრანსგენდერი ქალია - ახალი დეტალები ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში


ახალი დეტალები ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - ახვლედიანის ქუჩაზე მოკლული 38 წლის ტრანსგენდერი ქალია.

"კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო შემთხვევის ადგილი - მასაჟის ცენტრი, სადაც ტაილანდის მოქალაქე მუშაობდა. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი. ქალი შემთხვევიდან მალევე გადაიყვანეს კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მალევე გამოწერეს. ის უკვე იმყოფება ტაილანდური მასაჟის ცენტრში, თუმცა მას უჭირს გაიხსენოს რა მოხდა გუშინ გვიან ღამით.

მომხდარს დეტალურად იხსენებენ ცენტრის სხვა თანამშრომლები. ისინი ჰყვებიან, რომ დაპირისპირება მოხდა მასაჟის სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის, მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა მოითხოვა მასაჟის გარდა დამატებითი მომსახურება, რაზეც მას უარი ეთქვა. 

ვიდეო: “კურიერი“