loader

"ვისურვებდი პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისურვებდი პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეხმაურება.

"რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას სააკაშვილის მოწოდებაზე, პარლამენტის დატოვებაზე, პირადად მე ვისურვებდი, პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას, რათა შესაძლებლობა მაინც შენარჩუნდეს მინიმუმ სააკაშვილის ციხეში მონახულების, ასევე, საავადმყოფოში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს (სრულიად პროპორციულზე გადასვლა), მიუხედავად იმისა, რომ ეს არარეალისტურად მესახება, არ შეიძლება "ქართულ ოცნებას" ოპოზიციისკენ თითის გაშვერის მიზეზი მიეცეს.

დაბოლოს, ვისმენთ სპეკულაციებს საკრებულოებიდან გამოსვლის თაობაზე. სააკაშვილს არც ერთი სიტყვით არ მოუხსენებია საკრებულო. პირიქით, მიიჩნევს, რომ ახალარჩეული საკრებულოს წევრები ოპოზიციის მთავარი ლეგიონია მთელი საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დიდად არ განსხვავდება ამ მოსაზრებისგან", - წერს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ პარლამენტი დატოვონ.

"ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ", - ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული.