loader

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის მიზეზად ქარდავამ ის ფაქტი დაასახელა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და "ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში" სამართალს ვერ იპოვის.

ქარდავას განმარტებით, ის, თავისი ძმა და მეგობრები საქართველოს უსაფრთხოებას იცავდნენ.

"არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას იცავდა. ხოლო ეს ყოველივე კი პოლიტიკურადაა მოტივირებული. ყველა მტკიცებულება გაყალბებულია, ჩვენებები მიღებულია შურისძიების, წამების და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე და აქედან გამომდინარე, ვინაიდან არანაირი ნდობა გამაჩნია იმისა, რომ აქ ჭეშმარიტება და ობიექტური განაჩენი დადგება, პროტესტის ნიშნად დარბაზს ვტოვებ.

მჯერა, რომ მალე დადგება დრო, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემი ძმის და მეგობრების პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობდნენ, წარდგებიან არა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე. ვერ დაიმალებიან ვერც პარიზში, ვერც ნიუ-იორკში", - განაცხადა ქარდავამ.