loader

“მიხეილ სააკაშვილი აღარ მიიღებს ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას, ვიდრე ალტერნატიული სამედიცინო კომისია არ იქნება დაშვებული“ - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიხეილ სააკაშვილი აღარ მიიღებს ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას, ვიდრე ალტერნატიული სამედიცინო კომისია არ იქნება დაშვებული“ - ნიკა გვარამია


“მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის, ფიზიკურად ეტყობა ეს, მაგრამ მთავარი, მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს სახელებს, ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელი ვერ გაიხსენა“, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში, ექსპრეზიდენტის საპატიმროში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმთა კონსილიუმზე უარს ამბობს, სანამ ალტერნატიული ჯგუფის შექმნის ნებას არ დართავენ.