loader

"ეს აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, გადავკეტავთ გზას... ვაპირებთ ღარიბაშვილის, კობახიძის და მისნაირების კაბინეტებიდან გამოყვანას მშვიდობიანად" - ლევან ხაბეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, გადავკეტავთ გზას... ვაპირებთ ღარიბაშვილის, კობახიძის და მისნაირების კაბინეტებიდან გამოყვანას მშვიდობიანად" - ლევან ხაბეიშვილი

"დიახ, ვაპირებთ პერმანენტულ აქციებს, მათ შორის აქციებს გავმართავთ სამინისტროებთან. გადავკეტავთ გზას... თუ საჭირო გახდება, აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, ოღონდ კანონის ფარგლებში. ჩვენ მათ გამოვიყვანთ კაბინეტებიდან, ისე რომ თმის ღერი არ ჩამოუვარდებათ. ჩვენ მათ ავიყვანთ მძევლად... ავიყვანთ ბიძინა ივანიშვილს მძევლად, ისე რომ თმის ღერი არ ჩამოუვარდება. ჩვენ ვართ მშვიდობიანი ხალხი, ვისაც ქვეყანაში მშვიდობა უნდა. ვისაც უნდა გადატრიალება და ამბოხი - ეს არის ხელისუფლება.

ვაპირებთ წინააღმდეგობრივი აქციები გვქონდეს, თუ საჭირო გახდა მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ვაპირებთ ღარიბაშვილის, კობახიძის და მისნაირების კაბინეტებიდან გამოყვანას, ოღონდ თმის ღერი არ ჩამოუვარდებათ მათ. არ ეგონოთ, რომ რომელიმე გამზირზე მხოლოდ ჩავლით დავკმაყოფილდებით. ეს აქციები იქნება წინააღმდეგობრივი. გადავკეტავთ გზას, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან მოვაწყობთ მანიფესტაციებს და პიკეტირებას. ეს იქნება მრავალათასიანი მიტინგები... ყველა რეგიონში და ყველა სამინისტროსთან იქნება. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას" - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა.