loader

“მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ... აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი“ - როდის შეწყვეტს ელენე ხოშტარია შიმშილობას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ... აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი“ - როდის შეწყვეტს ელენე ხოშტარია შიმშილობას?


ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია, რომე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლობს, თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

ვისთანაც პირადი კონტაქტი არ მაქვს და შეიძლება აინტერესებდეს:
• მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ)
• ყოველდღე მოდის ექიმი
• ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე
• ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს
• ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე
• არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი
აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში
როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია, შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა!
შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ~ - წერს ელენე ხოშტარია.