loader

“რა დუპლეტკაა... ყველა საკუთარი შესაძლებლობებით და სიბინძურით აზროვნებს“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რა დუპლეტკაა... ყველა საკუთარი შესაძლებლობებით და სიბინძურით აზროვნებს“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე?


“რა დუპლეტკაა, ეს "მიშა სააკაშვილის კომპლექსით“ შეპყრობილი კაცის ცოლი. ნეტავ რომ მეთქვა: "არ მივესალმები ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას თქო" რას იტყოდა მაშინ?! პატივს ვცემ და მივესალმები თქო ჟურნალისტს ვუპასუხე,"რა აზრი გაქვთო რომ მკითხა", თორემ იშიმშილე თქო კი არ მითქვამს?!
აღარ იცის ამ დაკომპლექსებულმა ცოლ-ქმარმა, როგორ დაანგრიონ და როგორ დაბზარონ ოპოზიცია მუდამ. როგორ დააჭუჭყიანონ ადამიანური ურთიერთობები: ერთხელ მახსოვს დაწერა: "სააკაშვილმა ჩარკვიანი მომიქსიაო" ნუ ხომ გესმით, ყველა საკუთარი შესაძლებლობებით და სიბინძურით აზროვნებს. ახლაც იმიტომ "დამეტაკა" სრიად მოწმენდილ ცაზე, რომ მოშიმშილე პრეზიდენტს რაც შემიძლია მხარს ვუჭერ ეს დასავლელ პარტნიორებთან იქნება თუ ჩემს ხალხთან მეობრბთან ერთად და აი თავდასხმაც "გამოაცხო" ....
ჯერ იყო და ამ "ცოლ-ქმარმა" ნაც. მოძრაობა ხომ გახლიჩეს და გაძარცვეს 2016 წელს და დაასუსტეს, დიდი დარტყმა მიაყენეს ამით დასავლურ ვექტორს, მერე 2018 წელს "ძალა ერთობას" მიადგნენ, რადგან ამ პროექტმა დიდი გამარჯვება მოუტანა ოპოზიციას (საპრეზიდენტო მეორე ტური). 2020 წლის 20 ივნისის შემდეგ სანამ მუხტი არ დააგდეს და არ ჩაშალეს და არ ჩაკლეს ყველაფერი, მანამდე არ მოისვენეს. მერე იძახეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო და არისო და თან ამას უცხოელებთან- დასავლელ პარტიორებთანაც საუბრობდნენ განზრახ. ყველაფერი მიშას ბრალი იყოო (უშიშროების საბჭოს მდივანი კი იყო ბოკერია მაგრამ , მერე რაო?!) შემდეგ საკუთარი პარტია ჩამოიმხეს თავზე ერთ პროცენტიანები გახდნენ და ეს მხოლოდ პირველობის ავადმყოფური ჟინით, მაგრამ წარუმატებელი მცდელობებია, რადგან ავადმყოფური ბოღმით და სხვა ლიდერის შურით წარმატებას ვერ აღწევს ადამიანი. უნდა გათავისუფლდნენ ჯერ, მაგრამ გვიან არის უკვე. რამდენი ხანია ვამბობ ამ "დუეტზე" რომ დასაყრდენია ოლიგარქის მეთქი, ჰოდა თუ არა და აგერ მე და აგერ "ზოგიერთი.
ელენეს კი ხოშტარიას რაც შეეხება, კვლავ იგივეს გავიმეორებ: მივესალმები და პატივს ვცემ, მის თამამ გადაწყვეტილებას, ვღელავ და მიყვარს ელენე.
ამ "ქალს" კი ვეტყოდი რომ უფრო დიდი "ბოროტმოქმედება " ვიდრე ჩადენილი აქვთ ამ წლების მანძილზე სააკაშვილის ჯინაზე, საქართველოს წინააღმდეგ იშვიათად მომისმენია და მინახავს, ასე რომ ფრთხილად!!!!!!! არ ამომალაგებინოთ. არ მიყვარს ტალახში ქექვა არ არის ჩემი სტილი, რა გაქვთ ჩადენილი ამის შესახებ მოსაუბრე ადამიანები მოიძებნებიან მერწმუნეთ, ისინი ვინც ამ ყველაფერზე ისაუბრებენ!
მართლა მიკვირს (ამ გადასახედიდან) რა მოახერხა, ან კიდევ ,როგორ მოახერხა სააკაშვილმა, სახელმწიფოს შენება ამდენი მოღალატის ხელში, მართლა საოცარია..........
ამ "ქვით “ხელში მორბენალი კაცის ცოლს დროა შევახსენოთ წარსულის ნამოქმედარი ბოროტება და ისიც ვიკითხოთ , არავინ რატომ არ მოსთხოვა პასუხი მას ,ხომ ვერ გვეტყვიან?!“ - წერს თაკო ჩარკვიანი.