loader

"ახლა ისეთ სიტყვას ვიტყვი, რომ... მე ასეთი რამ არ მახსენდება" - რა თქვა მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა ისეთ სიტყვას ვიტყვი, რომ... მე ასეთი რამ არ მახსენდება" - რა თქვა მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 40-დღიანი მშრალი მარხვით სააკაშვილმა ძალიან დიდი ღვაწლი გასწია.

"40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიბარებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება. ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახავთ, რა ღვაწლი გასწია. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება. მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო. თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა. ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც "გალობანი სინანულისანი" შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის. ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.