loader

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ასაჯაროებს - "მას შემდეგ, რაც სცადეს დაებათ და იძულებით ცდილობდნენ სისხლის ანალიზის აღებას, მან ჰკრა ხელი ანალიზატორს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ასაჯაროებს - "მას შემდეგ, რაც სცადეს დაებათ და იძულებით ცდილობდნენ სისხლის ანალიზის აღებას, მან ჰკრა ხელი ანალიზატორს"

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მე-12 დაწესებულებიდან გაყვანაში პირადად იყო ჩართული ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე.

როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განუცხადა, სააკაშვილი საკუთარი ნებით მას შემდეგ გაჰყვა დაწესებულების თანამშრომლებს, როცა მას მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილმა გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ გაიგო, თუ სად იმყოფებოდა.