loader

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი“ - თამარ გაბუნია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო კლინიკაში სრული პირობები არსებობს, რომ შიმშილობის პროცესში მყოფ ადამიანზე ინტენსიური მეთვალყურეობა და სათანადო დახმარების აღმოჩენა მოხდეს.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამ ეტაპზე მსგავსი შემთხვევების მართვა შესაძლებელია და კლინიკა სათანადოდ აღჭურვილია, ხოლო სამედიცინო კუთხით საჭიროებების შეცვლის შემთხვევაში, დამატებითი რესურსის მობილიზება იქნება საჭირო.