loader

“მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების ეფექტიანი კომუნიკაცია შეზღუდულია - ასევე პალატაში გინების ხმა სულ ისმის და იძულებულია ტელევიზორის ხმას ბოლომდე აუწიოს“ - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების ეფექტიანი კომუნიკაცია შეზღუდულია - ასევე პალატაში გინების ხმა სულ ისმის და იძულებულია ტელევიზორის ხმას ბოლომდე აუწიოს“ - ნიკა გვარამია


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილს „ადვოკატებთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა წართმეული აქვს“.

ამის შესახებ გვარამიამ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, რა ვითარებაში უწევთ ადვოკატებსა და სხვა მნახველებს სააკაშვილთან კომუნიკაცია.

გარდა ამისა, გვარამიას თქმით, ციხის პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები მუდმივად, მათ შორის ღამის განმავლობაშიც ისმის.