loader

"კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება... ვგმობ, არ ვეთანხმები" - ელენე ხოშტარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება... ვგმობ, არ ვეთანხმები" - ელენე ხოშტარია

კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ, არ ვეთანხმები - არ არსებობს ბავშვი, ვინმეს ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს, - ასე ეხმიანება "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჟურნალისტებთან გიგი უგულავას განცხადებას, სადაც უგულავა ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეფასებისას, მის ბავშვსა და კლასელებზე საუბრობს, რომ მათ უნდა იცოდნენ, რას წარმოადგენს ეს ადამიანი.

მან ყველას მოუწოდა, განცხადებების გაკეთებისას იყვნენ ფრთხილად.

„თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა, ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქვეყანაში "ოცნებამ" შექმნა აბსოლუტურად ისტერიული და არანორმალური სიტუაცია. ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ვგმობ, არ ვეთანხმები და გამიხარდა, რომ ბოდიში მოიხადა ამაზე. ყველა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ არსებობს ბავშვი, ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, თეა წულუკიანით დამთავრებული, არ არსებობს ვინმე, ვის ჯანმრთელობასაც მინდა რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს. აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე. ამიტომ არაფრით შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხის თანამშრომელი გააკრიტიკა, რომელმაც მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. უგულავამ ასევე მის შვილს მიმართა.

„ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ ჯალათი", - განაცხადა უგულავამ. მოგვიანებით უგულავამ ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.