loader

რატომ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება? - პროკურორმა მედიასთან დეტალები განმარტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება? - პროკურორმა მედიასთან დეტალები განმარტა

“თუ მიგვითითებენ, რომ ჩვენ გვეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის, დავის მხარეს შევთავაზეთ,რომ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთოს და გააკეთოს მიმართვა. დაცვის მხარეს ამაზე არანაირი არგუმენტი არ ჰქონიათ და ამაზე ვართ გაკვირვებული. პასუხიც კი არ ჰქონდათ, რატომ ამბობდნენ უარს“, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე და არამხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ბოლო დროს, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხონ, თითქოს განგებ არ იმართება სხდომები, ან თითქოს, ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის.