loader

“ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი“ - გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი“ - გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა


შეხვედრის ინიციატორი თავად გიული ალასანია იყო. როგორც ის აღნიშნავს, მან იცის, რომ პატრიარქისთვის სულერთი არ არის სააკაშვილის მდგომარეობა.

“მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ვისაუბრეთ, ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. პატრიარქი, სამღვდელოებასთან ერთად იყო, რომლებიც, ალბათ, ზრუნავენ მასზე, ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა. ჩვენ სამართალში სიკვდილით დასჯის მუხლი არ არსებობდა, არ იყო ჩვენთან. ასეთი თემები, ჯანმრთელობა ვუსურვე და წამოვედი. არაფერი განსაკუთრებული", - აღნიშნავს გიული ალასანია „ფორმულასთან“ საუბარში.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას არ ესწრებოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

ვიდეო: “ფორმულა“