loader

“ნუ ავ­რცე­ლებთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას“ - კოვიდით გარდაცვლილი ერმალო მაღრაძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნუ ავ­რცე­ლებთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას“ - კოვიდით გარდაცვლილი ერმალო მაღრაძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს


ერ­მა­ლო მაღ­რა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. რე­ჟი­სო­რი კლი­ნი­კა "ბო­მონ­დის" კო­ვი­დცენ­ტრში 4 ნო­ემ­ბრი­დან მკურ­ნა­ლობ­და. მას ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის 80 პრო­ცენ­ტი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

"პა­ცი­ენ­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თა კლი­ნი­კის გუნ­დმა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და ქვე­ყა­ნას" - ამ­ბობს კლი­ნი­კა "ბო­მონ­დის" კო­ვი­დცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა ხი­და­შე­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ ორი­ვეს კო­ვი­დის მძი­მე ფორ­მა ჰქონ­დათ. რო­გორც გა­ირ­კვა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნით არის აც­რი­ლი, ხოლო მე­უღ­ლე ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში ვერ და­არ­წმუ­ნა.

"მი­უ­ხე­და­ვად ხვეწ­ნა-მუ­და­რი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ერ­მა­ლო არ აიც­რა. მე ვარ სი­ნო­ფარ­მით ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი. ნუ ავ­რცე­ლებთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ორ­ჯერ იყო აც­რი­ლი-არა! გთხოვთ! აი­ცე­რით, ხალხნო!" - წერს მა­ნა­ნა ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.