loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 812 246-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.01%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 749 699.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა.