loader

(18+) უმძიმესი კადრები: აშშ-ში ავტომობილი საშობაო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებში შეიჭრა, არიან დაღუპულები და დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) უმძიმესი კადრები: აშშ-ში ავტომობილი საშობაო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებში შეიჭრა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში წითელი ფერის ჯიპიხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა, დაღუპულია რამდენიმე და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უოკეშოს პოლიციის უფროსის დენ ტომპსონის განცხადებით, დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში პოლიციამ გადაიყვანა, ნაწილი კი - ოჯახებმა და მეგობრებმა.

მისი თქმით, დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დგინდება.

ზოგიერთი თვითმხილველისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხალხში შეჭრის შემდეგ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ.

დენ ტომპსონის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.