loader

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.