loader

"ვერ ვხედავ..." - პოლიციამ სასამართლოსთან ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ვხედავ..." - პოლიციამ სასამართლოსთან ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

სასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ.

პოლიცია ჯიხურებზე ასული აქციის რამდენიმე მონაწილის ჩამოყვანას ცდილობს, რასაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სავარაუდოდ, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციას ბოთლებს ესვრიან. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.

ვიდეო: "მთავარი არხი"