loader

“ხვალ კონკრეტული რეკომენდაციები გვექნება“ - თამარ გაბუნიას განცხადებით, „ბუსტერ“ დოზების სქემა შესაძლოა შეიცვალოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ხვალ კონკრეტული რეკომენდაციები გვექნება“ - თამარ გაბუნიას განცხადებით, „ბუსტერ“ დოზების სქემა შესაძლოა შეიცვალოს


“დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6 თვიდან 5 თვემდე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 18 წლის ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.