loader

ძლიერი შტორმი ბათუმში - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ბულვარის ნაწილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი შტორმი ბათუმში - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ბულვარის ნაწილი


“უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვა-ღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

"აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულნი არიან შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები.
სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება.“ - ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს.