loader

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო" - "ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო" - "ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორი

კომპანია "ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო.

მისი თქმით, ამის მიზეზი ვირუსის წინააღმდეგ მოქალაქეების მაქსიმალური დაცვაა და ვაქცინაციას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ალბერტ ბურლამ BBC-ისთან ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ "ფაიზერმა" უკვე შექმნა ვაქცინა, რომელიც "ბეტა" და "დელტა" ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია და ახლა კომპანია მუშაობს "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც, სავარაუდოდ 100 დღეში იქნება მზად.

"ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და გლობალური ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი გადავარჩინეთ. ვაქცინის მიღების გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, ეს გავლენას მოახდენს სხვების ჯანმრთელობაზეც და განსაკუთრებით, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს. ასე რომ, გამოიჩინეთ გამბედაობა, დაძლიოთ შიშები და მოიქეცით სწორად", - განაცხადა მან.