loader

"წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო" - რა ხდება ამ წუთებში სანზონაში, სადაც ცოტა ხნის წინ 17 წლის ბიჭი მოკლეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო" - რა ხდება ამ წუთებში სანზონაში, სადაც ცოტა ხნის წინ 17 წლის ბიჭი მოკლეს?

სანზონაში, სადაც 17 წლის ბიჭი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმაური გაიგონა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ბევრი ბავშვი მირბოდა.

„ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყოს ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი იყო და სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მიირბინეს. ერთი ყვიროდა - სისხლისგან დაიცალაო. ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო, ალბათ ჭრილობას დახედეს. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ სანამ სასრწაფო მოვიდოდა მეზობელმა ჯიპში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“,- განაცხადა კობრავამ.

ვიდეო: "რუსთავი 2".