loader

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი წერილი გაავრცელა - "მე ჩემს თავზე გამოვცადე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი წერილი გაავრცელა - "მე ჩემს თავზე გამოვცადე"

"არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!
რაც მესმის და ვხედავ, კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას სამუშაოს და შემოსავლის გულისთვის. მინდა მოგმართოთ, ჩემი გამოცდილებიდან და საკუთარი თვალით დანახულიდან გამომდინარე - უცხოეთში ძალიან ძნელია ღირსეული ადგილის მოპოვება. მესმის, რომ აქ ისე გშიათ, ახლა ფიქრობთ, საკვებიც საკმარისია თქვენთვის, მაგრამ საკვების გარდა ადამიანს სჭირდება ღირსეული ცხოვრების პირობები, პატივისცემა და თავის სრულფასოვან ადამიანად აღქმა. ეს ყველაფერი კი ახალი ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდხანს თქვენ იქნებით მეორეხარისხოვანი მცხოვრებლები, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ თქვენი ნიჭის და კვალიფიკაციის მიხედვით ვერ იმუშავებთ, არამედ უნდა ემსახუროთ ხშირ შემთხვევაში თქვენზე უფრო გაუნათლებელ და ნაკლები უნარების მქონე ადგილობრივს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იქ დაიბადა და თქვენ ჩასულები ხართ. გარდა ამისა, საქართველოს თან ვერ მოიკიდებთ და ვერ წაიღებთ და სამშობლოს მონატრების გრძნობა ძალიან მძიმეა.
მე ეს ჩემს თავზე გამოვცადე. უნდა შეეგუოთ ასევე თქვენს შვილებთან დიდხანს განშორებას [ესეც გამოვცადე]. ხოლო თუ ბედმა გაგიღიმათ და თქვენი პატარები თან წაიყვანეთ, ხშირ შემთხვევაში ისინი აღარ იქნებიან ქართული ენის მატარებელი და არ ექნებათ ბმა ქვეყანაზე.
რას გთავაზობთ სანაცვლოდ?
ვიბრძოლოთ ერთად უახლოეს კვირებში, 2-3 თვე და გაძლევთ გარანტიას, რომ არამხოლოდ სიტუაცია შეიცვლება, თითოეულ თქვენგანს შემდეგი წლის ბოლომდე ექნება მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში. ვიცი, რომ პოლიტიკოსების დაპირებების არ გჯერათ, მაგრამ გაიხსენეთ ის, რომ მე არასდროს მომიტყუებიხართ. ჩვენ შევინარჩუნებთ სამშობლოს და მომავალს!
მიხეილ სააკაშვილი"