loader

"თვალებს ნუ მიქაჩავ, მიმიკები შეაცვლევინეთ ამ კაცს" - დაპირისპირება მამუკა ხაზარაძესა და პროკურორს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვალებს ნუ მიქაჩავ, მიმიკები შეაცვლევინეთ ამ კაცს" - დაპირისპირება მამუკა ხაზარაძესა და პროკურორს შორის

ნუ მაწვები, ასე ვერ შემაშინებ, თვალებს ნუ მიქაჩავ-მეთქი, - ამ სიტყვებით ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის მისამართით განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა. ჩვენების მიცემის დასრულების შემდეგ პროკურორმა მამუკა ხაზარაძეას საქმიდან გამომდინარე კითხვა დაუსვა, რამაც მასსა ბრალდებულს შორის კამათი გამოიწვია.

"ეს მიმიკები ამ კაცს შეაცვლევინე. ეს რა მანერაა, პროკურორი რომ ასე გელაპარაკება, პროკურორი რომ ასე ძველბიჭურად მელაპარაკება, ამიხსენით", - მიმართა მამუკა ხაზარაძემ მოსამართლეს.

პროკურორმა კი ბრალდებულის ამ სიტყვებს "ქუჩური გამოსვლა" უწოდა.