loader

"მე ამას ვაღიარებ... ეს მინდა ყველამ იცოდეს" - რას ამბობს ზურაბ ზვიადაურის მეგობარი, რომელიც წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ამას ვაღიარებ... ეს მინდა ყველამ იცოდეს" - რას ამბობს ზურაბ ზვიადაურის მეგობარი, რომელიც წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა


წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა კი 2022 წლის 21 იანვრიდან განახლდება.

რაც შეეხება წინანდლის ტყეში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ჯაბა ჯანგირაშვილს, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ვინაიდან მის საქმეს, ბრალიდან გამომდინარე, ნაფიცი მსაკულები ვერ განიხილავენ.

ჯანგირაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი სამშენებლო ობიექტზე დაიწყო და რომ ზვიადაურებს მომხდართან კავშირი არ აქვთ. ბრალდებულის თქმით, დაპირისპირების დროს ადგილზე ჯერ ზვიად ზვიადაური მივიდა, შემდეგ კი - ზურაბ ზვიადაური, რომელმაც მომხდარის დეტალებში გარკვევაც ვერ მოასწრო, რომ სროლა დაიწყო და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ბრალდებული ზვიადაური მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.


ავტორი: ნათია წითელაური