loader

“მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები“ - რა მნიშვნელოვან დეტალს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები“ - რა მნიშვნელოვან დეტალს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი?



საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და რუსეთის რეაქციას ეხმაურება.

„მახსოვს, 2008 წელს, ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე, ბრიტანეთის პრემიერმა, გორდონმა თქვა: "უკრაინამ და საქართველომ მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე “მაპი”. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები” - ეს არის ის ჩანაწერი, რაც ჯორჯ ბუშმა, კაჩინსკიმ და მე, მთელი ღამე მოლაპარაკებების შედეგად გამოვგლიჯეთ მერკელს, რომელმაც დიდი კამათის მერე მოიფიქრა ფორმულირება.

​გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები "მაპზე უკეთესი მივიღეთო”, ახლა დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიში ფორმულირებაა.

“მაპი” არაა გარანტია წევრობის და არის ფორმულირება. მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები ამის გამო”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.