loader

თამარ გაბუნია უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჯანდაცვის მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და ხელების ბრახუნი იყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ გაბუნია უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჯანდაცვის მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და ხელების ბრახუნი იყო"


“აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და „ხელების ბრახუნი“ იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის”, გაბუნია ამბობს: „არ მახსენდება, უარვყოფ”.

“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია. ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.