loader

“ჩემი რჩევა, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეს იქნება...“ - დავით სერგეენკო მომავალ მინისტრს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი რჩევა, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეს იქნება...“ - დავით სერგეენკო მომავალ მინისტრს მიმართავს


„ქართული ოცნების“ დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს ურჩევს, სირთულეების დროს პროფესიონალები დაიხმაროს და „ინიციატივიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინ იქნება ახალი მინისტრი, არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მთავრობაში დაპირისპირებას, სერგეენკო ამბობს, რომ ამაზე, გულწრფელად, არაფერი იცის.

„ვვარაუდობ, ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები, რადგან თვის ბოლოს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. ახალი ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება, არ ვიცი, მაგრამ გვერდში დავუდგებით. ჩემი რჩევა, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ის იქნება, რომ როდესაც განსაცდელი ექნება (ბევრი ექნება ასეთი განსაცდელი და სირთულე), სამი კონვერტის მეთოდს კი ნუ გამოიყენებს, მობილიზდეს, გვერდში დაიყენოს პროფესიონალები და მიიღოს ინიციატივიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სერგეენკომ.