loader

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა ახალი განცხადება გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა ახალი განცხადება გაავრცელა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს. ​

"გავიგე, ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.

ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატი კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის პირად "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.