loader

დადასტურდა თუ არა საქართველოში “ომიკრონის“ შტამი - “რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დადასტურდა თუ არა საქართველოში “ომიკრონის“ შტამი - “რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ“


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა ახალი შტამი არ დაფიქსირდა.

„რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დაკვირვებას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით არ იცის, ვინ იქნება. კითხვაზე, დარჩება თუ არა ის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თამარ გაბუნია ამბობს: “ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. დაველოდებით ახალ მინისტრს”.

“უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილი თვის ბოლომდე გახდება”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.