loader

“ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ... ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი!“ - თემურ ალასანიას პირველი კომენტარი სასამართლოს დაწყებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ... ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი!“ - თემურ ალასანიას პირველი კომენტარი სასამართლოს დაწყებამდე


თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ალასანია ჩვენებას მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მისცემს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისთვის ამ დრომდე უცნობია, რატომ მოხდა მისი გამოკითხვაზე დაბარება და რა შეკითხვები აქვს გამოძიებას. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი დაკითხვა 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება, ალასანიას განმარტებით, არც ერთი ჩანაწერი ავთენტური არ არის და ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა.


ვიდეო: "ტვ პირველი"