loader

კადრები, რომელშიც ჩანს როგორ გაანადგურა შსს-მ 37 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომელშიც ჩანს როგორ გაანადგურა შსს-მ 37 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.