loader

“მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს“ - ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს“ - ადვოკატი


მიხეილ სააკაშვილს უქმე დღეებში ადვოკატები ვერ მოვინახულებთ. ის კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს - არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების გაუმჯობესება რუსთავის ციხეში ვერ მოხდება, რადგან მას შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი არ დაუსრულებია.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს შეზღუდული აქვს კომუნიკაცია და ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა წერილები გაცვალონ, რაც, მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

ვიდეო: რადიო თავისუფლება