loader

რუსთავის საკრებულოს შენობაში ხმაური იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის საკრებულოს შენობაში ხმაური იყო

რუსთავის საკრებულოს შენობაში ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლას მოითხოვდნენ. როგორც საკრებულოს დეპუტატი ნანა შატბერაშვილი აცხადებს, მათ დღეს სურდათ დარბაზში შესვლა და სხდომის ჩატარება, თუმცა კარი დაკეტილი დახვდათ, დაცვის სამსახურმა კი განუმარტათ, რომ დარბაზში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა და უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით დარბაზი დაკეტეს.

მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, მერიის მოქალაქეთა მიღების სივრცეში გადაინაცვლეს და შენობაში შესვლას ხმაურით ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სამსახური.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახეს და მოითხოვეს საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ადგილზე მისვლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუატატებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და გაესაუბრა. ქალაქის მერმა მათ მოუწოდა სიმშვიდე დაეცვათ და ხელს ნუ შეუშლიდნენ მერიის სამსახურების გამართულ მუშაობას.

„მათ პირველივე სხდომაზე დატოვეს საკრებულო და არ აირჩიეს თავმჯდომარე. დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია დაგროვილი, რომელიც საკრებულოს ჩართულობას მოითხოვს, თუმცა ეს ვერ ვერ ხერხდება სწორედ იმიტომ, რომ პირველივე სხდომა დატოვეს. საკრებულოს პირველი სხდომა წაიყვანა უხუცესმა, დაინიშნება მომდევნო სხდომა, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით. მორიგი სხდომა იქნება იანვარში. რიგგარეშე სხდომის გამართვას რაც შეეხება, მე როგორც ვიცი, აპარატისთვის ოფიციალურად არც ერთ პარტიას დღემდე არ მიუმართავთ. ჯგუფურად მივარდე საკრებულოში და სხდომა უნდა ჩავატაროთო, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, იციან რომ, ასე ხდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.