loader

“ვინც ნახა იუნესკოს სია, იქ წერია, რომ მთავრობასთან მოკითხულია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა; იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და დასკვნებს არ აკეთებს“ - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვინც ნახა იუნესკოს სია, იქ წერია, რომ მთავრობასთან მოკითხულია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა; იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და დასკვნებს არ აკეთებს“ - შალვა პაპუაშვილი


“სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შეყვანას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და მას უბრალოდ საქართველოს მთავრობასთან აქვს შეკითხვა გაგზავნილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. მისივე თქმით, იუნესკოს სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 11 ივლისის ნაცვლად 5 ივლისი შეცდომითაა ჩაწერილი.