loader

"მეც ერთ-ერთი ასეთი მამა ვარ..." - მიხეილ სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეც ერთ-ერთი ასეთი მამა ვარ..." - მიხეილ სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ მიმართვას ავრცელებს.

"ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლაში. მეც ერთ-ერთი ასეთი მამა ვარ. განათლების სამინისტრომ აიღო ევროპის ქვეყნების სტანდარტები, სადაც ბავშვები სკოლაში გაუშვეს. ოღონდ ჩვენთან სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია.

ჯერ ერთი, ევროპაში მასწავლებლები და პერსონალი აცრილია და მეორე, ყველა ბავშვი დაზღვეულია. აი, წარმოიდგინეთ, კლასში ვირუსი ერთ ბავშვს მაინც ექნება და ავტომატურად ყველას გადაედება. შემდეგ ეს ბავშვები ბრუნდებიან სახლში და გადასდებენ ოჯახის წევრებს.

მართალია, ომიკრონი ბევრად მსუბუქად მიდის, ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ მკურნალობა ყველა შემთხვევაში დასჭირდება. ოჯახში თუ სამ ადამიანს მაინც დაემართა, ეს ოჯახის ბიუჯეტზე დამატებით 500-600 ლარი დატვირთვაა.

ეს კი იმ პირობებში, როცა ამ თვეებში განსაკუთრებით ბევრი დაიხარჯება დენისა და გაზის მომატებულ გადასახადებზე, საკვებისა და პროდუქტების გაზრდილ ფასებზე და ახლა დამატებით კოვიდისგან მკურნალობის თანხები.

აი, ამიტომაც არის შეუძლებელი ევროპული რეგულაციების კონტექსტის გარეშე გადმოტანა!" - წერს სააკაშვილი.