loader

"სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი" - ეკა ხერხეულიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი" - ეკა ხერხეულიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრ ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმმა მოინახულა და შესაბამისი დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 19 იანვარს გახდება ცნობილი.

ამასთან, როგორც ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს 13 იანვარს სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჰიპერტენზიული კრიზი ჰქონდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

,,სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი იმყოფებოდა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან. მათ დასკვნას ველოდებით 19 იანვრისთვის და გვეცოდინება კომპეტენტური შეფასება, თუ რეალურად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რა ახალი ჩივილები არსებობს, ან რა არის ის ძველი ჩივილები, რომლებიც გადაუდებელ რეაბილიტაციას მოითხოვს.

სასამართლოში გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, გამოიძახეს სასწრაფო და ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ეს უსვამს ხაზს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური. მიხეილ სააკაშვილი ელოდება უცხოელ ექიმს, რომელსაც მესამედ უთხრეს უარი შეხვედრასთან დაკავშირებით და პრობლემად რჩება პირადი ექიმის შესვლის საკითხიც”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.