loader

"არავის გავუფრთხილებივართ" - 2 პრობლემა, რომლებიც დიდი დიღმის მოსახლეობას აწუხებს, რას პასუხობს მათ ბრალდებებს "დიდი დიღმის გაზის" დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არავის გავუფრთხილებივართ" - 2 პრობლემა, რომლებიც დიდი დიღმის მოსახლეობას აწუხებს, რას პასუხობს მათ ბრალდებებს "დიდი დიღმის გაზის" დირექტორი

შპს "დიდი დიღმის გაზი" კომერციულ მომხმარებელს 21 წელია, რაც გაზით ამარაგებს. მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად, მომხმარებელი პრეტენზიების იმ გრძელ სიაზე საუბრობს, რომლის საფუძველიც უკვე წარსულშია.

მომხმარებელი კომპანიას არაინფორმირებულობაში, ფასების არასტაბილურობაში, უხარისხო პროდუქტის მიწოდებასა და უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვაში ადანაშაულებს. სწორედ ამიტომ,  დიდი დიღმის მოსახლეობა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს ჩარევასაც არ გამორიცხავს.

დიდი დიღმის მცხოვრების, მაკა მაჩიტიძის თქმით, 7 თეთრით გაზრდილ ტარიფებთან ერთად კომპანია დაბალი წნევის გაზს უშვებს, რაც გამოყენების დროს აორმაგებს, რის ხარჯზეც გადასახადი ორმაგდება.

კომპანიის დირექტორი ჯემალ წერეთელი ყველა ბრალდებას უარყოფს, მის ყველა მომხმარებელს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით ტარიფი იზრდებოდა; მეტიც, დიდი დიღომი იყო ერთადერთი უბანი, სადაც მოსახლეობა გადასახადს ძველი ტარიფით იხდიდა.

ძველი ტარიფის შენარჩუნება რომ ვერ მოხერხდა, ეს ფაქტია. კომპანიის დირექტორის თქმით, ამ გადაწყვეტილების უკან 261-ათასლარიანი ზარალი დგას.

რაც შეეხება გაზის მიწოდების სიმძლავრეს, მისი თქმით, პრობლემა არა მიწოდების დონეში, არამედ სუბიექტურ აღქმაშია.
თუმცა აქ ჩნდება კითხვა, გაზრდილი ტარიფით მიღებული სხვაობის გამოკლებით, რატომ იზრდება გადასახადი მინიმუმ 30 ლარით, თუ მიწოდების წნევა იმავე დონეზე დგას, როგორც წინა წელს.

ავტორი: ნინი ქობალია